კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ
10-12-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვდასხვა სტრატეგიას მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია, სამუზეუმო სივრცეში სწავლება, რომელიც მეტად ეფექტურია. 

შესაბამისად, კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროგრამის - „მუზეუმში დაცული ხელნაწერები“ ფარგლებში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმს ეწვივნენ.

პროგრამის მონაწილეებმა მოისმინეს საინტერესო, შემეცნებითი ლექცია და გაიღრმავეს ცოდნა მუზეუმში დაცული უნიკალური საგანძურის შესახებ.

მოსწავლეებისთვის მუზეუმის ფასდაუდებელი ექსპონატებისა და მათი ისტორიის გაცნობა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203