
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მიმართულებით არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტს სთავაზობენ და, აკადემიურ განათლებასთან ერთად, მოსწავლეთა საჭირო უნარების განვითარებაზე ზრუნავენ.
მათ შორის აღსანიშნავია პროექტი - „ტრადიციული კერძები“, რომელიც მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
მოსწავლეები გუნდებში გადანაწილდნენ და ქართული, სომხური და იტალიური სამზარეულოს კერძები მოამზადეს.
პროექტს ბილინგური სწავლების სპეციალისტი ვერა სარქისიანი და პედაგოგი არმინე აბელიანი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: