საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ცვილის ფიგურების მუზეუმს სტუმრობდნენ
10-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე, არამედ მათ მრავალმხრივ განვითარებაზე და ბავშვების თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. 

ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) შემეცნებით-გასართობი პროგრამების ფარგლებში იმყოფებოდნენ ცვილის ფიგურების მუზეუმში.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცვილისგან შექმნილი საინტერესო ფიგურები ცნობილი მსახიობების, მულტფილმის გმირების, ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული მწერების კოლექციები, გაიარეს სარკის ლაბირინთში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღემ ძალიან საინტერესო და სახალისო გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები დადებითი ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

მათ, ასევე, თან ახლდათ გიმნაზიის ინგლისური ენის პედაგოგი ნათია მიქაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203