ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორ რუბენ ვარდანიანს etaloni.ge-მ საპატიო დიპლომი მიანიჭა
10-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლას დირექტორი რუბენ ვარდანიანი წარმატებით ხელმძღვანელობს, მოსწავლე-მასწავლებელთა კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

რუბენ ვარდანიანი, „ეტალონ“ მასწავლებელ ლეილა დათაშვილთან ერთად, სკოლის სახელის, მოსწავლე-მასწავლებლთა მიღწევების წარმოჩენა-წასახალისებლად etaloni.ge-სთან აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს.

ამის დასტურად etaloni.ge-მ დირექტორს საპატიო დიპლომი მიანიჭა.

საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა რუბენ ვარდანიანს დიპლომი​ სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გადასცა.

აღსანიშნავია, რომ etaloni.ge წლის ბოლოს, ტრადიციულად, აჯამებს მიღწევებს და აღნიშნავს დირექტორთა წარმატებას.  ხორენიის საჯარო სკოლა, კი დირექტორის ხელმძღვანელობით, etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის, ცოდნის გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203