ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ 
10-12-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას, კიბერუსაფრთხოების წესებს ასწავლიან. 

ახლახან, მოსწავლეები მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს შეუერთდნენ და VI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში.

კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა შექმნეს ციფრული პოსტერი - „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“ კრეატიული და ინფორმაციული პასუხებით.

ნაშრომის შექმნაში ჩართულ მოსწავლეებს - მარიამ აფხაიძეს, მარიამ გუდაძეს, მართა ვაშაყმაძეს, ელენე თვაურს, აკაკი კოპალიანს, ბარბარე კუხიანიძეს, გიორგი მანაგაძეს, ელენე მეხრიშვილს, გურამი ფანჩულიძეს, მარიამ ჩინჩალაძეს, დავით ხვადაგიანსა და საბა ხურციძეს კომუნიკაციების კომისიისგან სერტიფიკატები გადაეცათ.

მოსწავლეთა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურა ხაკიანი გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი - სოფიო პავლიაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203