მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალური თამაშის ფინალისტია
09-12-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ და ბავშვების ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და საგანმანათლებლო პროექტებში ხალისით მონაწილეობენ.

1-ელ დეკემბერს, ქუთაისში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ რეგიონული ტური, რომელშიც მოსწავლეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს. 

გამოქვეყნებული შედეგებით - „ჯვაროსანთა“ გუნდი ფინალშია.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ბავშვებს ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„გილოცავთ, ლიკა ბოგვერაძე, მარიამ ლაბაძე, თამარ კოხრეიძე, ლიზი წაქაძე, მათე კაკაურიძე (კლ. ხელ-ლი მ.ცხადაძე) ვუსურვებთ ჩვენს საამაყო მოსწავლეებს წარმატებას“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203