ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას მეტად დასამახსოვრებელსა და შთამბეჭდავს ხდის.
ამჯერად, მე-4 კლასმა, დამრიგებლის თინათინ მჟავანაძის ხელმძღვანელობით ჩაატარა ღონისძიება - „შემოდგომავ ნახვამდის“.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, გაიხსენეს თავისებურებები, რომელიც წელიწადის ამ ფერად და ბარაქიან დროს ახასიათებს.
ასევე, ბავშვებმა მოირგეს სხვადასხვა როლი და შემოდგომას სიმღერები და ცეკვები მიუძღვნეს.
ღონისძიება მრავალფეროვანი, სახალისო და შემოქმედებითი გამოვიდა, მოსწავლების წარმოდგენამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: