ერგეს საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
09-12-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ღინისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც დიდი სიამოვნებითა და ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა წელიწადის ოქროსფერი სეზონი - შემოდგომა, საზეიმოდ გააცილეს და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა მოუწყვეს. 

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი, ხელოვნების მასწავლებელი ლელა დავითაძე ხელმძღვანელობდა.

საშემოდგომო ნუგბარით გამდიდრებულ სასკოლო სივრცეში, თემატურად გამოწყობილმა მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203