მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება რცხილათის საჯარო სკოლაში  
09-12-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიხარულითა და შემართებით ერთვებიან. 

მათ შორის აღსანიშნავია საშემოდგომო ღონისძიება - „შემოდგომა მიილია“, რომელითაც სასკოლო საზოგადოებამ ოქროსფერი სეზონი გააცილეს. 

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, სასკოლო გარემო საშემოდგომო ნუგბარით მორთეს და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს. 

მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203