შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი ექსკურსია-პროექტი  
09-12-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში ექსკურსია-პროექტი მოეწყო სხვადასხვა კათედრის ჩართულობით. (ქართული ენა-ლიტერატურის კათედრა, ისტორიის კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა).

ღონისძიება მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

1. მოსანახულებელი ადგილების შესახებ მასალების მოძიება;

2. მოძიებული მასალის დახარისხება-პრეზენტაციის მომზადება;

3. პრეზენტაციის წარდგენა (თემა-სათაფლია, გელათი, ბაგრატი, მოწამეთა);

4. ფილმის ჩვენება დინოზავრებზე;

5. ექსკურსიის მოწყობა, მარშრუტი (სათაფლია, გელათი, ბაგრატი, მოწამეთა);

6. ღონისაძიების შეჯამება.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესით მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში ასევე ჩართულები იყვნენ მშობლებიც.

შუასურების საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაშიძეს გაწეული დახმარებისათვის.

პროექტის ხელმძღვანელი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203