„უსაფრთხო ინტერნეტი“ - საინტერესო პროექტი ღვითორის საჯარო სკოლაში  
09-12-2024

შმაგი კუპატაძუს სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან. 

 6 დეკემბერს, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - მაკა ჭანკვეტაძემ, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა პროექტი - „უსაფრთხო ინტერნეტი“.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ინტერნეტის მოხმარების საფრთხეები, როგორიცაა: არასაურველ პირებთან კონტაქტი, არასაბავშვო თემატიკა, აგრესიული მარკეტინგი, ციფრული ტექნოლოგიების დავირუსება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ბავშვებმა მოიძიეს მრავალფეროვანი ინფორმაცია, შექმნეს პოსტერები, აჩვენეს ანიმაციები კიბერუსაფრთხოებაზე და მისცეს რჩევები თანატოლებს თუ როგორ დაიცვან თავი კიბერბულინგისგან. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203