
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა საზეიმოდ გააცილეს წელიწადის ოქროს სეზონი - შემოდგომა.
„წელიწადის ყველა დრო ულამაზესია! მაგრამ, შემოდგომა გამორჩეულად უყვართ ბავშვებს, რადგან სწორედ ამ დროს საუკეთესო ნუგბარით, ხილით იკოკლოზინებენ პირს და ხალისიანად ერთობიან“, - სწორედ ამ მოტივით, სკოლაში გაიმართა ზეიმი - „ოქროსფერი შემოდგომა“.
მოსწავლეებმა მშობლებთან და მასწავლებლებთნ ერთად მორთეს და მოკაზმეს დარბაზი. ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, იმღერეს და იცეკვეს, ასევე, ტკბილ ბადაგში ამოავლეს ჩურჩხელები.
„დაე, ყოველი წელი, დღე შემოდგომასავეთ ნაყოფიერი და ფერადი ყოფილიყოს ყველასათვის“, - ამ სიტყვებით კი, სასკოლო საზოგადოება დაემშვიდობა შემოდგომას და ყველას ნობათიანი სეზონი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: