
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. ამ მინზით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, განთიადის საჯარო სკოლაში, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია ჩატარდა.
ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა - ნაზი ყურშუბაძემ, მოსწავლეებს გააცნო ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადება, რომელიც მუდმივად პროგრესირებს და ადამიანის იმუნურ სისტემას ანადგურებს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს შიდსით დაავადებულთა სტატისტიკაზე. პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი - ქეთევან კომახიძე, ის მოსწავლეებს ესაუბრა რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ, განუმარტა როგორ ვრცელდება ვირუსი და რა სიმპტომები ახასიათებს.
იხილეთ ფოტოები: