
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-7 ა კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის შემაჯამებელი გაკვეთილის ფარგლებში, იმუშავეს პროექტზე - „რეკლამა და მისი გავლენა“ ადამიანებზე.
კლასი დაიყო ჯგუფებად. პროექტის ფარგლებში ჯგუფებმა მოიფიქრეს საკუთარი ბიზნეს იდეა და აწარმოეს მისი სარეკლამო კამპანია.
მათ ინგლისური ენის ცონდა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
პროექტის ხელმძღვანელი ლალი მაისურაძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: