შავღელეს საჯარო სკოლაში ინგლისურენოვანი ვიქტორინა ჩატარდა 
09-12-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, ინგლისურ ენაში, V კლასში საინტერესო ვიქტორინა ჩატარა, რომელსაც მასწავლებელი ქეთო დარჩიძე ხელმძღვანელობდა. 

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, ვიქტორინა საკმაოდ საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აღმოჩნდა. 

„ჩვენი ვიქტორინა წარმატებით ჩატარდა და სავსე იყო საინტერესო კითხვებით, მეგობრული კონკურენციით და დაუვიწყარი მომენტებით!

გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა მონაწილეს. თქვენი ენთუზიაზმი და ცოდნა ვიქტორინას განსაკუთრებულს ხდის

გილოცავთ ჩვენს გამარჯვებულებს“, - ამ სიტყვებით შეაფასა პედაგოგმა ვიქტორინა და გამარჯვებულ მოსწალეებს წარმატება მიულოცა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203