ქუთაისის N32 სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა, კომპიტერული პროგრამის დახმარებით, სუპერმარკეტის მაკეტი შექმნეს
09-12-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებული მოტივაციით გამოირჩევიან. ამჯერად, VI კლასის მოსწავლეებმა Microsoft Education Editing-ში ქუთაისის „კარფურის“ მაკეტი შექმნეს. 

მათ საგნის - კომპიუტერული ტექნოლოგიების ფარგლებში, პედაგოგ ზურა ხაკიანის ხელმძღვანელობით, იმუშავეს. მოსწავლეებმა საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ნამუშევარი მოამზადეს. მათ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ კლასი დამრიგებელი ლიკა კალანდაძე გახლავთ. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203