
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლას ეპიდემიოლოგი მადონა რაბაროვსკი სტუმრობდა.
შეხვედრა სკოლის მე-7 ბ კლასში ( დამრიგებელი ირმა ფერაძე) შედგა და მისი ორგანიზატორი ბიოლოგიის მასწავლებელი ინგა კიკნაველიძე იყო.
„მოსწავლეებმა იციან ვირუსებისგან გამოწვეული დაავადებები, მისი სიმპტომები და გავრცელების გზები, ამიტომ ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცენტრის ეპიდემიოლოგ მადონა რაბაროვსკის სტუმრობა მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მან ბავშვებს გააცნო სეზონური გრიპის გავრცელების არეალი მსოფლიო მასშტაბით, აუხსნა
მოსწავლეებს სეზონურ და პანდემიურ გრიპებს შორის განსხვავება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბავშვებმა უამრავი საინტერესო
ინფორმაცია შეიტყვეს სეზონური გრიპის საფრთხეებსა და მისგან თავის დაცვის
საშუალებებზე.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: