
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მოსწავლეებში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად ხორციელდება პროექტი - „დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო“, რომლის ფარგლებშიც, ამჯერად აქცია გაიმართა.
ბუნების დაცვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით გამართულ აქციაში სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო. ეზოში დაირგო არაერთი ჯიშის ხე-მცენარე.
გამწვანების აქციაში სკოლის ეკოკლუბის წევრები (VIII კლასის მოსწავლეები) ჩაერთნენ და ეზოში ხე-მცენარეები დარგეს.
როგორც სკოლაში აღინიშნა, გარემოზე ზრუნვა და ეკოლოგიურ აქტივობებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ამიტომ გამწვანების აქცია სამომავლოდაც გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები: