განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე ანრი ხალვაშმა მინი ფეხბურთში, აჭარის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზა 
09-12-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ბათუმის „დინამოს“ გუნდის წევრმა ანრი ხალვაშმა აჭარის ღია პირველობაზე, მინი ფეხბურთში, გამოჩენილი ბათუმელი ფეხბურთელის გენადი მენაბდის თასზე 2013-2014 წლებში დაბადებულთა შორის წარმატებით იასპარეზა და შესაბამისი მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203