ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობდნენ  
09-12-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საინტერესო და შემეცნებით ინიციატივებში და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

ამჯერად, მოსწავლეები მონაწილეობდნენ კომუნიკაციის კომისიის მიერ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის გამოცხადებულ მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში.

ოლიმპიადის თემა გახლდათ - „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას“.

მონაწილეობისათვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ: ხელმძღვანელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ხათუნა ხოსიტაშვილი, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები: თეკლა მეხრიშვილი, ლუკა პაპუაშვილი, სანდრო მოსულიშვილი, თეონა ოზაშვილი და თამარ პაპუაშვილი. 

მოსწავლეებისთვის ეს კიდევ ერთი დიდი და საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203