ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება 
09-12-2024

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ გიული ვერულიძის ხელმძღვანელობით, გასვლით აქტივობაში ჩაერთნენ. 

მათ მუხაესტატეში ბადრი ცეცხლაძის მარანი და ქობულეთის „შატო კვირიკე“ მოინახულეს და დაათვალიერეს.

მოსწავლეებმა ჩურჩხელები ამოავლეს, ერთ-ერთი დიდი მარანი დაათვალიერეს და ულამაზეს გარემოში დღე სასიამოვნოდ გაატარეს. პატარებმა იხალისეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და დადებითი შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო

ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203