
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. ახლახან, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ბუნების დაცვა“ პრეზენტაციები და პოსტერები მოამზადეს.
მათ მონდომებით იმუშავეს, ინფორმაცია შეაგროვეს, დაახარისხეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ. ღონისძიებამ კი, დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: