აგანის საჯარო სკოლის პირველკლასელები ქართულ ანბანს ხალისით სწავლობენ
09-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ პირველ კლასში სასიამოვნო სიახლეა. ყველაზე პატარა მოსწავლეებმა ქართული ანბანის შესწავლა დაიწყეს. მათ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგის - სოფიო ირიციანის ხელმძღვანელობით, საზეიმოდ აღნიშნეს.

მოსწავლეები „აი იას“ სიმღერებით და ლექსებით შეეგებნენ, მათ პაწაწინა თითებით დაწერეს „აი ია“. როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი მიზანი იყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და სახელმწიფო ენის მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა. 

საზეიმო განწყობას კი შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203