„ჩემი სვანეთი“ - უშგულის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონფერენცია გაიმართა
09-12-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

6 დეკემბერს კი შიდასასკოლო კონფერენცია - „ჩემი სვანეთი“ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ის მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მოეწყო.

კონფერენციაზე, მსმენელთა წინაშე, XII კლასის მოსწავლე მარიამ ღვაჩლიანმა თემა - „შუასაუკუნეების კულტურა სვანეთში-სვანური ღვთაებები და ქრისტიანობა“ წარადგინა. მან მრავლისმომცველად ისაუბრა და სხვებს ინფორმაცია გაუზიარა. 

„წარმოდგენილი თემა იყო ძალიან საინტერესო და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203