ბაზაქლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიუძღვნეს
09-12-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე. ამ განსაკუთრებულ თარიღს სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ერის მამად წოდებული მწერლის მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე, გაეცნენ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს მისი ცხოვრებიდან. 

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203