საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა შთაბეჭდილებებით დატვირთული ექსკურსია საგურამოში
09-12-2024

ექსკურსია მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსია, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა, ამიტომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს, როგორც საგანმანათლებო, შემეცნებითი ისე გასართობი გასვლითი ღონისძიებებით ანებივრებენ. 

ახლახან, წმინდა თამარ მეფის სხელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები (პრეზიდენტი - მე - 10 კლასის მოსწავლე საბა ბალახაძე), სკოლის დირექტორ დეკანოზ მირიან სამხარაძესთან და დირექტორის მოადგილესთან, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერთან, საქართველოს ისტორიის პედაგოგ იოსებ აფაქიძესთან ერთად, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ილიას სახლ-მუზეუმი, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, რუსეთის იმპერიის მიერ დამონებული საქართველოს მდგომარეობა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, თერგდალეულთა მოღვაწეობის დასაწყისი და ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული ლიდერის როლი საქართველოს ეროვნულ -განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

განიხილეს „მგზავრის წერილების“ ეროვნული კონცეფცია, ლელთ ღუნიას სულისკვეთებით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის გზაზე საბოლოო გამარჯვებისათვის.

გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს წაუკითხა ილიას ლექსი - „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით, ანუ საქართველოს ისტორია, მეცხრამეტის საუკუნისა“.

თვითმმართველობის წევრებმა მოინახულეს ილიას მკვლელობის ადგილი და ობელისკი წიწამურში, მოილოცეს საგურამოს წმიდა ილია მართლის სახელობის მონასტერი, სადაც იტრაპეზეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათები და შთაბეჭდილებებით აღვსილნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203