„ეს საქართველოა“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი თეატრალიზებული ღონისძიება 
10-12-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება თემაზე - „ეს საქართველოა“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-10 კლასის მოსწავლეები. ეს იყო სპექტაკლისებური ღონისძიება, მე-10 კლასელებმა წაიკითხეს ზ. სალუქვაძის, ლ.ასათიანის ლექსები. იყო ქორეოგრაფიული ნომრები, მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს სკეტჩი - „აჭარული ოჯახი“. ღონისძიებას ფონად გასდევდა გია ყანჩელის მელოდიები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეების ერთმანეთთან მეტად დაახლოებას, კლასგარეშე საქმიანობაში მათ ჩართულობას მათივე სურვილისამებრ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203