
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლის - დავით ნოღაიდელის სპორტული წარმატებით ხარობენ.
დავით ნოღაიდელი აჭარის ჩემპიონია კონტაქტურ კარატეში.
სკოლაში მას გამარჯვებას ულოცავან და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ დავითს ამ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.