
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ისე აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში. დირექცია და პედაგოგები ახალისებენ ბავშვების ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმამათლებლო ღონისძიებაში.
ამჟამად, ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგი მაია ჩაგანავა მონაწილეობენ „ქი ქონსალთინგის“ ლიდერთა სკოლის ინტელექტუალურ პროექტში.
მოსწავლეები და პედაგოგი, „ქი ქონსალთინგმა“ სასტუმრო რედისონში გამართულ ღონისძიებაზე საზეიმოდაც დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს, ეჩვევიან პრეზენტაციებსა და საჯარო გამოსვლებს. ისინი დავალებებს ქართულ და ინგლისურ ენებზე ქმნიან.
ფოტოები - Key Consulting ლიდერთა სკოლის „ფეისბუქის“ გვერდი