დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს 
06-12-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც სასკოლო, ასევე რაიონულ თუ რესპუბლიკურ ღონისძიებებსა და ოლიმპიადებში, სადაც ყოველთვის მაღალ დონეს აჩვენებენ და მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს სკოლის მოსწავლეები (გოგონები და ვაჟები) მონაწილეობდნენ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, სადაც მოიპოვეს ვიცე ჩემპიონის ტიტული (ამანათრბენი 4X100) მძლეოსნობაში.

მონაწილეები - ვაჟები:

  • გიორგი შვანგირაძე;
  • ნიკოლოზი ბენიძე;
  • ზურაბ ყურაშვილი;
  • ლუკა ხაჭაპურიძე.

მონაწილეები - გოგონები:

  • მარიამ ყურაშვილი;
  • მარი ადაძე;
  • მირანდა ხმალაძე;
  • ანგელინა სილაგაძე.

მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი ომარი ჭელიძე გახლავთ.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და მომავალში წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203