ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა 
06-12-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარულს შთააგონებენ. 

„პოეზიამ საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანური გამოცდილების, კულტურის, ისტორიის და ცივილიზაციის გამოხატვისას. პოეზიის სწავლება აძლიერებს ენისა და წიგნიერების უნარებს, ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, კულტურათა გაგებას. პოეზიაში ჩართვითა და თანაზიარებით მოსწავლეები ღრმად აფასებენ ენას, სიტყვის ძალას და მისი მეშვეობით შეიცნობენ სამყაროს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ჩატარდა პოეზიის საღამო. 

ლიტერატურული ღონისძიება ტერენტი გრანელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა სიხარულია ხელმძღვანელობდა. 

V -VI კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს კვირის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, ისაუბრეს პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, წაიკითხეს ლექსები.

„მადლობა მათ აქტიური ჩართულობისა და პოეზიისადმი უდიდესი ინტერესის გამოჩენისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203