ნოქალაქევის საჯარო სკოლის ექიმმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან პრეზენტაცია გამართა
06-12-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, ნოქალაქევის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, სკოლის ექიმმა, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაწყებითი კლასების (I-IV) მოსწავლეებთან პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე განხილული იყო შემდეგი თემები:

  •  პირადი ჰიგიენის დაცვა;
  •  ჯანსაღი კვება;
  •  ფიზიკური ვარჯიში და აქტივობა.

სკოლის ექიმმა საინტერესოდ ისაუბრა პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს სწორ კვებასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც შეადგენს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის.

შეხვედრა ინფორმაციული და მრავალფეროვანი იყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამ კუთხით მოსწავლეთა წახალისებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203