ნოქალაქევის საჯარო სკოლის კლუბმა - „სიახლეების თაობა“ „ფეიკ ნიუსის“ შესახებ საინტერესო პოდკასტი მოამზადა
06-12-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევასა და ინტერნეტში ქცევის წესებს სწავლობენ. 

სკოლა აქტიურად არის ჩართული პროექტში - „მედიაწიგნიერება ჩვენს სკოლაში“, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა. პროექტის აქტივობებმა მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში კლუბ „სიახლეების თაობის“ თავმჯდომარის - ანი კოღუა, წევრების - კესო კოკაიას, ბარბარე ჩემინავას, ლიზი გახოკიძის, ნინო ჯიმშელეიშვილისა და სხვა მოსწავლეთა მონაწილეობით განხორციელდა მორიგი აქტივობა: „პოდკასტის გადაღება მედიაწიგნიერების თემაზე“.

სკოლის კლუბ „სიახლეების თაობის“ მოსწავლეები საინტერესო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. 

მათ ჰქონდათ დავალება, გადაეღოთ მოკლე პოტკასტი გამოქვეყნებული „ფეიკ ნიუსის“ შესახებ.

კლუბის წევრები დიდი ინტერესით და ხალისით არჩევდნენ საკითხებს, ძალიან მოეწონათ მათზე დაკისრებული ფუნქციები და მეტად საინტრესო პოდკასტიც გადაიღეს.

„მადლობა ქალბატონ მარი ხარიტონაშვილს ამ შესაძლებლობებისთვის. მადლობა სკოლის დირექტორს - ნანა ჯგერენაიას მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

წარმოგიდგენთ პოდკასტს მოსწავლეთა მონაწილეობით - იხილეთ ბმული

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203