ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 
06-12-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-10 კლასის ინიციატივით და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტი - „ტოლერანტობა, ღირებულება რომელიც გვაერთიანებს“ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სკოლაში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, შემდეგი აქტივობები მოეწყო:

  • კულტურული მრავალფეროვნების ფესტივალი ჩატარდა;
  • მოსწავლეებმა პრეზენტაციები „ჩემი ტოლერანტობის გმირი“ გამართეს;
  • ფილმის ჩვენება/განხილვა;
  • მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეო რგოლი, ნახატები და პოსტერები ტოლერანტობის თემაზე;
  • მოსწავლეებმა წარმოადგინეს როლური თამაშები;
  • სკოლაში მოეწყო ტოლერანტობის ღირებულებათა კუთხე/კედელი.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე პრეზენტაცია აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში გამართულ კონფერენციაზე წარადგინეს. მათ გამოცდილება პოლონეთის სკოლასა და იმერეთის სკოლებს გაუზიარეს.

კონფერენციაზე უცხოელი სტუმარი იყო მიწვეული, რომელმაც მოსწავლეებთან დისკუსია ტოლერანტული ღირებულებების მნიშვნელობაზე გამართა. შეხვედრა ინგლისურ ენაზე, მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით, მიმდინარეობდა.

„პრეზენტატორები ანასტასია ჩოგოვაძე, რეზი ჭიპაშვილი და გიორგი ცხვარაძე იყვნენ. მათ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ნანა მარღანიაა, დამრიგებელი - მაია დვალი და მანანა შალამბერიძე ხელმძღვანელობდნენ. მადლობა აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლას კონფერენციის ორგანიზებისთვის და მასპინძლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203