
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლას დირექტორი აღავნი ავაქიანი წარმატებით ხელმძღვანელობს, მოსწავლე-მასწავლებელთა კეთილდღეობაზე ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
აღავნი ავაქიანი, „ეტალონ“ მასწავლებელ გურამ მურმანიშვილთან ერთად, მოსწავლე-მასწავლებელთა წახალისებისა და მათი წარმატების წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს.
ამის დასტურად etaloni.ge-მ დირექტორს საპატიო დიპლომი მიანიჭა.
საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა დირექტორს დიპლომი სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გადასცა.
აღსანიშნავია, რომ etaloni.ge წლის ბოლოს, ტრადიციულად, აჯამებს მიღწევებს და აღნიშნავს დირექტორთა წარმატებას. მარტუნის საჯარო სკოლა კი დირექტორის ხელმძღვანელობით, etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის, ცოდნის გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.