ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
06-12-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება. 

მათ შორის, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პედაგოგებმა დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, სახელმწიფო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე განსაკუთრებული მოწიწებით აღნიშნეს.

გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც დიდი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. ასევე, მოსწავლეებმაც სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი წარადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„ყველა დროის თანამედროვე ქართველმა, ერის მამამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მე-19 საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში.

ილია ჭავჭავაძე იყო ადამიანი, რომელსაც კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა, თვლიდა, რომ ინტელექტუალური, ევროპული იდეები ჩამოაყალიბებდა ერს სრულფასოვან წევრად დიდ ერთა შორის. ეს იდეა დღესაც არ ჰკარგავს აქტუალობას.

მნიშვნელოვანია მისი შეხედულებები ვაცოცხლოთ თაობებში და შევძლებთ ყოველთვის დავიცვათ „მამული, ენა, სარწმუნოება“,- აღინიშნა ღონისძიებაზე.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203