საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს გაკვეთილი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ჩაუტარდათ
06-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი საგანმანათლებლო თავგადასავალია. პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვენ მეთოდებსა თუ მიდგომებს მიმართავენ. შთამბეჭდავია მოსწავლეთა გასვლითი გაკვეთილი. 

გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ფილოლოგიის დოქტორმა - ციცინო (ნანა) ანთაძემ გაკვეთილი თემაზე - ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია, მე-11 კლასის მოსწავლეებს, მწერლის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ჩაუტარა.

გაკვეთილი გაამრავალფეროვანა გიდის მიერ წაკითხულმა „ილიას ანდერძმა“.

შთამბეჭდავი იყო ილიას შემოქმედებისა და ბიოგრაფიული გზის ქრონოლოგიურად გაცნობა.

მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა დამრიგებელი ნათია პაპინაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203