
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო დებატების სკოლამ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
„დებატები საჯარო გამოსვლების ხელოვნებაა, რომელიც ავითარებს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, იდეების ორგანიზებული სახით ჩამოყალიბებას, ზეპირი მეტყველების უნარს, საკუთარი თავის რწმენას, გუნდური მუშაობის უნარს“,- გვეუბნებიან სკოლაში და კლუბის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: