ილმაზლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღეს 
06-12-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში ეხმარებიან. ამას ადასტურებს ის აქტივობები, შეხვედრები, რომლებსაც მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით ესწრებიან.

მათ შორის იყო მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის საინფორმაციო შეხვედრები.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში მარნეულის საზოგადოებრივმა კოლეჯმა გამართა პროფესიული განათლების შესახებ შეხვედრები. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ ილმაზლოს  საჯარო სკოლის მოსწავლეები და ადმინისტრაცია.

მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ და საჭირო ინფორმაციები მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...