
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურტლარის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამას ადასტურებს ის აქტივობები და გასვლითი ღონისძიებები, რომლებსაც ისინი მოსწავლეებს სთავაზობენ.
მათ შორის იყო მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის, გაცნობითი, საინფორმაციო სახის შეხვედრა, რომელსაც მოსწავლეები დაესწრნენ.
მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ, სხვადასხვა პროფესიის შესახებ საჭირო ინფორმაციები მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ეს შეხვედრა მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ.