გორის N4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა პრეზენტაცია მოაწყვეს და სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს
18-06-2018
გორის N4 საჯარო სკოლის მე-12ბ კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ, ერთმანეთის პერანგები მოხატეს და სურვილებიც არ დაიშურეს.
კურსდამთავრებულებმა პრეზენტაცია მოაწყვეს და სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს.
მეთორმეტეკლასელებმა ასევე სწავლის სხვადასხვა საფეხურზე გადაღებული ფოტოები გამოფინეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს დამრიგებელის როინ შატაკიშვილის და დაწყებითი კლასების მასწავლებლის მარინე გოგნაძის ღვაწლი. მასწავლებლებმა კი აღსაზრდელებს საუკეთესო მომავალი უსურვეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს