სუხჩის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამო გაიმართა
05-12-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლაში დიდი ქართველი პოეტების, „პოეზიის მეფის“ - გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე აღინიშნა. 

თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში პოეზიის საღამო მოეწყო. მის ფარგლებში, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები გალაკტიონის ლექსების წაკითხვასა და ბიოგრაფიული ეპიზოდების გახსენებაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

მათ არაერთი ლექსი წაიკითხეს, დიდი პოეტის ცხოვრების შესახებ ისაუბრეს, ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს და ცოდნა გამოავლინეს. 

ღონისძიებამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203