ჯვარის N1 საჯარო სკოლაში საჭადრაკო ტურნირი გაიმართა
05-12-2024

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

ამჯერად, იქ პროექტის - „ყველა მოჭადრაკე - გენიოსია!“ შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა. მასში VI-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო შინაარსიანად გაატარეს და ამავდროულად, იხალისეს. 

აქტივობა ბიბლიოთეკარის, მაია გეთიას ჩართულობით განხორციელდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203