
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჟამად, სკოლის წარმომადგენლები ჩართულნი არიან ეკოკონკურსში „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“. მოსწავლე-მასწავლებლები არაერთ საინტერესო აქტივობაში მონაწილეობენ და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისა და მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება.