დოშაყეს საჯარო სკოლის კლუბ „ნორჩი ექიმების“ წევრებმა დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიუძღვნეს
05-12-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

14 ნოემბერს, სკოლის ბიოლოგიის კლუბ „ნორჩი ექიმების“ წევრებმა აღნიშნეს დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე.

დაავადებაზე ყურადღების გამახვილებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით სასკოლო საზოგადოებას გააცნეს დიაბეტის გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები, მასთან დაკავშირებული გართულებები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები. მოუწოდეს, რომ ნებისმიერმა, ვისაც აქვს დიაბეტის სიმპტომები ან დაავადების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან, ჩაიტარონ დიაგნოსტიკური ტესტი, რადგან პრევენცია მკურნალობაზე უკეთესია.

აქტივობას ბიოლოგიის მასწავლებელი მზია ქობალია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...