
მარნეულის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
მათ შორის იყო მე-4 კლასელების გამოსაშვები ღონისძიება. ეს დღე პედაგოგმა მოსწავლეებს დღესასწაულად უქცია.
ბავშვებისთვის ეს დღე განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო. მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ბავშვებმა ასევე ღონისძიებაზე, ლექსები წაიკითხეს, ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ვიდეო