
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში სასიხარულო სიახლეა.
სკოლამ, მრავალფეროვანი აქტივობებით, პროექტში - „ბიბლიოთეკის განვითარება“ დამაჯერებლად გაიმარჯვა. შედეგად კი, სკოლამ დაფინანსება მოიპოვა, რომლითაც ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი კიდევ უფრო გამდიდრდება.
სკოლაში, აქტიური ჩართულობისათვის და მხარდაჭერისათვის, დაწყებითი კლასის პედაგოგს - ლია გორგაძეს, ქართულის მასწავლებელს - ირმა დავითაძესა და ბიბლიოთეკარს - მერი ბეჟანიძეს მადლობას უხდიან.
„განსაკუთრებული მადლობა მიზნობრივი პროექტებისა და შესაძლებლობებისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს“,- ამბობენ სკოლაში.