ქაპანახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებები 
05-12-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაპანახჩის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

მათ შორის, სკოლაში შემოდგომის დღესასწაული აღინიშნა და ასევე, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძება გაიმართა. საზეიმო ღონისძიებებში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავინეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ორივე აქტივობის ორგანიზატორი ოფელია ეფენდიევა გახლდათ. 

ღონისძიებები მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203