ნადაბურის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის მშვენიერებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
05-12-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში დიდი ზეიმი იყო. 

იქ მესამე კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის გაცილების ღონისძიება გამართეს. მათ შემოდგომის თემაზე იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და ინსცენირებები მოაწყვეს. 

სადღესასწაულო განწყობას საზეიმოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დრო შინაარსიანად გაატარეს და შემოდგომის მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს. 

მესამე კლასის ხელმძღვანელი პედაგოგი მერი არევაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203