ნადაბურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი კვირეული ლამაზი საშემოდგომო ღონისძიებით დააგვირგვინეს
05-12-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა „შემოდგომის გაცილების კვირეული“ ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და შემოქმედებითი ნომრები გამართეს. 

პატარებმა ბარაქიანი შემოდგომის შესახებ ისაუბრეს, აზრები გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს.

ღონისძიება კლასის დამრიგებლის, მიმოზა სიჭინავას ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203